შალვა პაპუაშვილი: ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი

“ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ცნობილია, ჩვენ მშვიდობითა და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი

„ეს მუქარა ახალი არ არის, უბრალოდ, ინტენსიურობა იმატებს ან იკლებს-ხოლმე. არის, ასე ვთქვათ, რაღაც ფასები, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში გაატაროს, მაგრამ ამაზე ყოველთვის პასუხი არის ერთი და ცალსახა, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ნატო, თუ ევროკავშირი, ისე ჩვენი მხრიდანაც, რომ საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი. სწორედ ამიტომაც არის ეს ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში, რომ, მათ შორის, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ხალხის ამ არჩევანის უარყოფის შესაძლებლობა და მეორე – არცერთი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში საუბარია ნატოსა და ევროკავშირზე, საკუთარ თავზე არ მოახვევინებს ამ შემთხვევაში რუსეთს იმას, ვინ გააწევრიანოს საკუთარ რიგებში და ვინ – არა. ეს მკაფიო პასუხია. სხვა დანარჩენი გახლავთ პოლიტიკური ტაქტიკისა და სტრატეგიის ნაწილი. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ცნობილია, ჩვენ მშვიდობითა და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ ჩვენი განუხრელი კურსი და სწორედ ეტაპობრივი მიდგომით საქართველო, საბოლოო ჯამში, გაწევრიანდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირსა და პარლამენტი იქნება ამის მთავარი განმაპირობებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები