გერმანიის კანცლერი საახალწლო მიმართვაში უკრაინასაც ახსენებს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში 2021 წლის გამოწვევებზე, პანდემიაზე, ვაქცინაციაზე, კლიმატის დაცვასა და უკრაინაზე ისაუბრებს.
შოლცის მიმართვა დღეს საღამოს გავა.
უკრაინაზე საუბარისას გერმანიის კანცლერი ამბობს, “აქ ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ“.
„საზღვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“, – ამბობს ოლაფ შოლცი.