კორონავირუსს საქართველოში კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 42 პაციენტის სიცოცხლე ემსპხვერპლა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 13 800 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 251 პაციენტი.