მრიცხველების წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „თელმიკოს“ აბონენტები მეორე ქვითარს 2021 წლის 30 დეკემბერს, 2022 წლის 3 და 4 იანვარს მიიღებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თელმიკო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
ელექტროენერგიის მრიცხველების ერთიანი წაკითხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, სადაც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯი. ქვითრების დაგზავნა დაიწყება დღეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995325000777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge – აღნიშნულია ინფორმაციაში.