ირაკლი ბერაია: ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სწორი პრიორიტეტიზაცია

“ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სწორი პრიორიტეტიზაცია”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ინტერვიუს “ღამის კურიერში”.

“ეს იყო ევროპული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოვლენების სწორი შეფასება და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სწორი პრიორიტეტიზაცია.

გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საპასუხოდ მიმდინარე ძალისიხმევაზე. მთავარი, რაც მე ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დავინახე, იყო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიღრმისეული ანალიზის უნარი, წინდახედულობის და შედეგზე ორიენტირებული ურთულესი, კომპლექსური საქმიანობის პროდუქტიულობის გამოვლინება.

უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით. ერთი მხრივ, ეს ყოველდღიურად იგრძნობა გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში და ცვალებადი უსაფრთხოების გარემოში მდებარე ოკუპირებული ქვეყნის სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში. სამსახურის ეფექტიანობაზე საუბარია საერთაშორისო პარტნიორების არაერთ შეფასებაში. მეორე მხრივ, სწორედ სამსახურის წარმატებული საქმიანობა არის მთავარი მიზეზი, რაც განაპირობებს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი გარე თუ შიდა აქტორების მოუსვენრობას, დესტრუქციას და სამსახურის მიზანმიმათული რეპუტაციული თუ ინსტიტუციური დაზიანების მცდელობას.. და ამით ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას. თუმცა სამსახური აქაც ავლენს სიმტკიცეს, მედეგობას, რასაც საკვანძო მნიშნველობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ნდობის ჯგუფს, უსაფრთხოების სამსახურთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, რამაც უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო მე-10 მოწვევის პარლამენტში. უწყებას და მის ხელმძღვანელობას ზედმიწევნით კარგად ესმით პარლამენტის როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობა და ამიტომ ძალიან კომფორტული და ორმაგად სასიამოვნოა მათთან მუშაობა”, – წერს სოციალურ ქსელში ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები