ედიშერ გვენეტაძე – ჩერგოლეიშვილზე: ნამდვილად მართალს ამბობს – ამბობს იმას, რაც რეალობაშია და რომლის დანახვა მიშას და მის მიშისტ-ტროცკისტებს არა და არ სურთ

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს ეხმაურება, სადაც “ტაბულას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ  მიხეილ სააკაშვილს მისი გარემოცვა ატყუებდა, როცა უმტკიცებდა, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს.

„იცით, როგორი “თაყვანისმცემელი” ვარ ამ ნეოტროცკისტ კოლონტაი-ჩერგოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ქრისტესფეხისმკვნეტელი და ღვთის მგმობელი ნამდვილად მართალს ამბობს! ამბობს იმას, რაც რეალობაშია და რომლის დანახვა მიშას და მის მიშისტ-ტროცკისტებს არა და არ სურთ! აი, თამარასთანა ასეთ “ჭაობისტების” (ასე უწოდებდა ტროცკი მის გუნდიდან გასულ ოპოზიციონერებს) გარდა! თუმცა, ჩემი რჩევაა: ჩერგო-კოლონტაებს არავითარი პოლიტიკური დანდობა, ვინაიდან ისინი ნეოტროცკისტები არიან და გვახსოვდეს ძველი სიბრძნე: “ძაღლი ძაღლის ტყავს უფრთხილდება და ბოლომდე არასდროს არ ხევს“, – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები