ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა, ლამის ერთი თვის შემდეგ, ის ხან ერთ აქციაზეა, ხან – მეორეზე, მიხეილ სააკაშვილი არც შიმშილობდა და ამბობს, რომ სახელმწიფომ მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარია, რომელიც ნამდვილად შიმშილობდა, დღეს თავს კარგად გრძნობს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც უშიმშილია, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მთელი ცხოვრება უნდა უმკურნალოს.

„ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა. თავის დროს, როდესაც მან შიმშილობა დაასრულა, უფრო რთული მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილს. უკვე ლამის ერთი თვეა გასული და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან – მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც, რეალურად, არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება, გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს აშკარად დისკრიმინაციული მიდგომა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები