ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის მოთხოვნა – სახელმწიფომ მას მუდმივად ჰოსპიტალში უმკურნალოს – დისკრიმინაციულია

“ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა, უფრო რთული მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილს. როდესაც ადამიანი, რომელიც, რეალურად, არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება, გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

„ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა. თავის დროს, როდესაც მან შიმშილობა დაასრულა, უფრო რთული მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილს. უკვე ლამის ერთი თვეა გასული და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან – მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც, რეალურად, არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება, გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს აშკარად დისკრიმინაციული მიდგომა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები