მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ გეგმები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თავის მოწონებასთან

“როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რაღაც განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას ეწოდება “გატაცება და შურისძიება”. მეტი კომენტარი ამაზე არ შეიძლება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.

„უაღრესად არასერიოზულია მათი გეგმები და შედეგზე გათვლილი არ არის. მგონი „ნაცმოძრაობის“ გეგმები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თავის მოწონებასთან. მთავარი დამფინანსებელი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ახლა ეს გააკეთეთ, თორემ ფულს არ მოგცემთ, ახლა იშიმშილეთ, თორემ ფულს არ მოგცემთ, 3 საათში რომ გამოვარდებოდნენ და შიმშილობას იწყებდნენ, ახლაც თავს აწონებენ სააკაშვილს, რომ დაფინანსება არ შეუწყვიტონ – მართლა ცუდ მდგომარეობაში არიან და ვიზიარებ მათ ამ მდგომარეობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები