შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საფეთ ბაირაქთუთანს.
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია და IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა, ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა ამ მიმართულებით საქართველოში.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია, რითაც ვამაყობთ. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ამერიკისმცოდეობის პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვან ერთობლივ აქტივობებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, ცოტა ხნის წინათ აკრედიტებული ჩვენი ახალი სამაგისტრო პროგრამა „ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში“, რომელიც საელჩოს დახმარებით და აშშ-ს ლაიოლას უნივერსიტეტის პროგრამის ანალოგიით მომზადდა.“ განაცხადა IBSU-ს რექტორმა საფეთ ბაირაქთუთანმა.
როგორც შეხვედრის დროს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ კულტურას და ფანტასტიკური შესაძლებლობაა ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.“- განაცხადა ელჩმა.
კელი დედგნანთან შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.