ალექსანდრე ტაბატაძე: სუს-ის ხელმძღვანელის პასუხებმა ინტერვიუში არ დატოვა განხილული საკითხების ინტერპრეტაციის შესაძლებლობა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საზოგადოებასა და მედიაში.
მისი თქმით, ლილუაშვილმა ისაუბრა და ამომწურავად უპასუხა კითხვებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსმენები, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაკავება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა, დეოკუპაცია, კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ანტიკორუფციული საქმიანობა.
ალექსანდრე რაბატაძის განმარტებით, სუს-ის ხელმძღვანელის პასუხებმა არ დატოვა ინტერვიუში განხილული საკითხების იმდაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა პირებმა გამოიყენონ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად, რაც, თავის მხრივ, ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებსა და წინსვლას.
როგორც ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა უწყების ეფექტიანი საქმიანობა, რომლის წარმატების შეფასებაც არაერთხელ მოხვდა პარტნიორი ქვეყნების ანგარიშებში. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას და მის მოსახლეობას გვაძლევს შესაძლებლობას მშვიდად და უსაფრთხოდ შევხვდეთ ახალ წელს”, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.