ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი დაიწყებს თუ არა ისევ შიმშილობას, არაუშავს, ექიმები არიან და მიხედავენ

“სააკაშვილის გადაყვანა არამგონია ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას.

ზარქუას თქმით, მისთვის გაუგებარია რას აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

“სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან, რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას. აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული. ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო ჩაითრიონ თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში. უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და უნდა იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, რაც გუშინ ყველა კანონის დაცვით მოხდა.
რაც შეეხება პარტიას – რას აპროტესტებენ ვერ გავიგე. ის, რომ დამნაშავე ციხიდან გამოვუშვათ? ფუჭია მათი შიმშილობა. ვურჩევდი ადამიანურად, მეგობრულად, შეეშვან და სხვა თემებზე გადაერთონ. სააკაშვილი დაიწყებს თუ არა ისევ შიმშილს, არაუშავს, ექიმები არიან და მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს. ამ თემაზე დღეს სპეკულაცია არის მცდელობა, ამ თემაში ისევ დრამატიზირება შეიტანონ. ერთხელ ვნახეთ, რომ ეს ფუჭი და არაფრისმომცემია. ასე, რომ დაასვენონ ის ადამიანიც და თვითონაც დაისვენონ”,- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები