პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვრის კანდიდატურის წარდგენა ცნობად მიიღეს

ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვრის კანდიდატურის წარდგენა ცნობად მიიღეს. გიორგი ამილახვარის კანდიდატურას კენჭს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს 30 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ მიმდინარე პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტთა პაკეტებს მეორე მოსმენით განიხილავენ. საუბარია – „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და დახმარების შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონპროექტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები