მამუკა მდინარაძე: “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებით მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეები არა თუ მკაცრდება, არამედ – მსუბუქდება
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეები არა თუ მკაცრდება, არამედ – მსუბუქდება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.
“გამკაცრებად მიგაჩნიათ თუ შემსუბუქებად, მაგალითად, როდესაც არის ასეთი გრადაციაა, – პირმა თუ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის სანქციები, ნებისმიერ სისტემაში, ნებისმიერ ინსტიტუტში, – რაღაცა გადაცდომის გამო, თუ რაღაც დააშავა და ეს არ არის სისხლის სამართლის დასჯადი ქმედება, მას დისციპლინური, ადმინისტრაციული სახდელები ედება ხოლმე. სამოსამართლეო კომპეტენციის შესრულებასთან დაკავშირებით, ჩვენთან არის ასეთი გრადაცია, შედარებით მსუბუქი სანქციები, ამის შემდეგ არის სასტიკი საყვედური და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ორ სანქციას შორის თუ ჩაემატება გათავისუფლებაზე მსუბუქი და საყვედურზე მძიმე სანქცია, ზოგადად, ეს შემსუბუქებაა თუ დამძიმება?! – არ არის დამძიმება, რადგან სასტიკ საყვედურზე მძიმე სანქცია თუ სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა გათავისუფლება ყოფილიყო, ამაზე არ არის საუბარი, არის კიდევ ერთი შანსი, რომ ნაკლებად მძიმე სანქციით მიიქცეს პრევენციული შედეგი. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.