ლევან იოსელიანი – შალვა პაპუაშვილზე: მისგან დავინახე თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა 

“ჩვენ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ და ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა მის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, გაგრძელდება”, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან პაპუაშვილისგან თანამშრომლობის სურვილი დაინახა.

„ოპოზიციიდან თუ ვინმეს აქვს მასთან მუშაობის გამოცდილების ისტორია, ერთადერთი ვარ მე. ჩვენ ვიყავით თანათავმჯდომარეები საარჩევნო რეფორმის დროს. მე დავინახე შალვასგან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დაძაბულ პერიოდში ჩვენთვის და ზოგადად იმ საარჩევნო რეფორმისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები