შალვა პაპუაშვილი: ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

“ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს”, – ასე მიმართა პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, კულტურითა და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით.

,,ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და, სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.
ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი ამოცანა.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები