შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია

“ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის დროს განაცხადა.

როგორც ახლადარჩეულმა, პარლამენტის თავჯდომარემ განმარტა, პარლამეტს მოდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.

,,სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები