გიორგი ღიბრაძე: კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს

კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ღამის კლუბებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, ექნებათ თუ არა კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. ვირუსის დინამიკის განვითარება და გარემოებები იცით, ამიტომ კიდევ ერთხელ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, შედეგსა და შეთანხმებას“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები