კოვიდინფიცირების მაჩვენებლის და „ომიკრონის“ შტამის გავრცელების შესამცირებლად, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ახალი წლის შემდეგ, მთელი თვის მანძილზე, სახლიდან მუშაობა მოუწევთ.
ქვეყნის პრემიერმინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, ვისაც აქვს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა და მათი სამუშაო ადგილზე გამოცხადება საჭიროებას არ წარმოადგენს, დისტანციურად უნდა იმუშაოს კვირაში 3 და, უკეთეს შემთხვევაში, 4 დღე მაინც.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობდა.
რეგულაციები ძალაში 3 იანვრიდან შევა და მთელი თვე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება – პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა პირველად გადასცდა 100 -ათასიან ნიშნულს. https://www.bloombergquint.com/onweb/france-to-send-workers-home-to-rein-in-omicron-s-rapid-spread