ელისო ბოლქვაძე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს, მის მოადგილეს, ედნარ ქიქავას და ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორს, გურამ ფუტკარაძეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში საპილოტე სკოლისა და პროგრამების შექმნის შესახებ იმსჯელეს.

„აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის სახელოვნებო სკოლებში არსებულ პრობლემებს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები