სერგო ჩიხლაძე: ექიმების ოჯახში გაზრდილი რომაა და 5 შვილის მამა, კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან არავითარ კავშირში არ არის

“ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილია და 5 შვილის მამაა, ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის სფეროში კარგად უნდა იყოს გარკვეული.

“მთავარი, რა კომპეტენციებს ფლობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ის უნდა იყოს კარგად გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის პროგრამებში, ჯანდაცვის მართვაში, ჯანდაცვის ეკონომიკაში და ა.შ. არცერთ კომპეტენციას წარდგენილი კანდიდატი არ ფლობს და ის ორი არგუმენტი, რაც პრემიერმა დაასახელა, რომ წარმატების საწინდარი იქნება – ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილი და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები