26 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა), უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა), – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები