გუტერეში კაცობრიობას მოუწოდებს, შემდეგი პანდემიისთვის მოემზადოს

COVID-19-ის პანდემია კაცობრიობისთვის უკანასკნელი არ არის, აუცილებელია, მომდევნოსთვის მოვემზადოთ, – დაწერა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Twitter-ზე.

27 დეკემბერს მთელს მსოფლიოში ანტიეპიდემიური მზადყოფნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

“COVID-19 არ იქნება უკანასკნელი პანდემია, რომელსაც კაცობრიობა შეეჯახება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვებრძვით ჯანმრთელობის სფეროში ამჟამინდელ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგისთვის. ეპიდემიის საწინააღმდეგო მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს და გამოვყოთ ის ინვესტიციები, რასაც ის მოითხოვს“, – წერს გუტერეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები