ზახაროვა – “რუსეთი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება”
“რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას და იცავს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების განვითარებას. 21 დეკემბრის შემდეგ არსებული მდგომარეობის სიმძიმე, როგორც ვხედავთ, თანდათან იკლებს”, – თქვა მან ბრიფინგზე.
მან გაიხსენა, რომ „ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად აშენებენ და აძლიერებენ მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს“.
„თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები უცვლელი რჩება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, საზღვრების დაცვაში, რუსეთი “საიმედოდ უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, რაშიც, როგორც გესმით, ორივე ჩვენი ქვეყანაა დაინტერესებული”.