ავსტრიაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის შეყვანის საკითხს განიხილავენ

ავსტრიის ვაქცინაციის ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ, “ომიკრონის” შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანამ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა უნდა შესთავაზოს.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

კერძოდ, საუბარია მედიცინის ზოგიერთ მუშაკზე, ასევე, სხვა საკვანძო პროფესიების მქონე მოქალაქეებზე.

ამასთან, როგორც საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ,  არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის მეოთხე დოზის შეყვანა.

”ომიკრონის” გარდაუვალი ტალღის გათვალისწინებით, მეოთხე, ,,ბუსტერ,, დოზით ვაქცინაცია შეიძლება, იყოს შეთავაზებული მაღალი რისკის ზონებში, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის პერსონალი.
ასევე, სისტემურად კრიტიკულ ადგილებში, მესამე დოზის შეყვანიდან ექვსი თვის შემდეგ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავსტრიაში, კორონავირუსული ახალი მზარდი ტალღის ფონზე, 27 დეკემბრიდან შეზღუდვები გამკაცრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები