თბილისის საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე 5 ივლისს განხორციელებული ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე მორიგი პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და სასამართლოში ჩვენებას დაზარალებული ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია მისცემს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები