ფილიპინებზე ტაიფუნ Rai-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და, ბოლო მონაცემით, 326-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტიქიური უბედურების რისკებისა და შედეგების სალიკვიდაციო ეროვნული საბჭო ავრცელებს.
მანამდე, 2-8 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, ქვეყნის მთავრობა 156 გარდაცვლილზე საუბრობდა. მათივე მონაცემით, კიდევ 275 პირი დაშავებულია და 37 დაკარგულია.
უწყების ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად, ასევე დაშავებულია 661 მოქალაქე და 58 პირი დაკარგულად ითვლება.
CNN Philippines-ის ცნობით, ტაიფუნი “რაი” ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მან ფილიპინების სანაპირომდე 16 დეკემბერს მიაღწია. ევაკუირებულია 300 ათასზე მეტი ადამიანი.