ზურაბ ქადაგიძე: მიშას სიგიჟეს რომ აწვებით და მაგით გინდათ მისი ქვეყნიდან გაყვანა – არ გამოგივათ არაფერი
“მიშას სიგიჟეს რო აწვებით და მაგით გინდათ მისი ქვეყნიდან გაყვანა – არ გამოგივათ მაგ საქმიდან არაფერი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მიშა რომ გიჟია, ეგ ფაქტი ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან იცის ქართველმა ხალხმა და თუ რაც დამართა თავისი მანიაკალური სიგიჟით ქვეყანას, ყველამ ვნახეთ. რაც უფრო მალე შეეგუებით ბედს, რომ მას მინიმუმ 6 წელი მოუწევს ციხეში ჯდომა, მით უკეთესი თქვენთვის!“, – წერს ქადაგიძე.