ივანე ჩხაიძე: “ომიკრონი” საქართველოში დომინანტური, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გახდება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური შტამი, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გახდება.

„როდესაც ვლაპარაკობთ, როდის შეიძლება, იყოს ქვეყანაში “ომიკრონის” პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც „ომიკრონის“ პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში „ომიკრონი“ გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან. ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც.„ომიკრონისგან“ თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის „ბუსტერ“ დოზა. “ბუსტერ” დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰისპოტალიზაციისა და გართულებებისგან დაცვის რისკს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები