თამარ გაბუნია: კარგია, რომ აშშ-ის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რაც დამაიმედებელი სიახლეა

“კარგია, რომ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია, უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი იმედისმომცემია.

„ძალიან კარგია, რომ გუშინ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია, უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც ძალიან იმედის მომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება უკვე კონკრეტულად ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი. მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაცია არის, რომ პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედის მომცემია ის შედეგები, რომელსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რასაც თან ახლავს გართულების და ლეტალობის შემცირებაც”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები