საპატრიარქო: სამწუხაროდ, ჩვენს მედიარესურსზე ინფორმაციული შეტევა კვლავ გრძელდება

“სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ინფორმაციული შეტევა საპატრიარქოს მედიარესურსზე”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

“ასამდე ყალბი პროფილი ამჯერად იმ განცხადების ქვეშ გამოჩნდა, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია საეჭვო წარმომავლობის სასულიერო პირის შესახებ.

როგორც ჩანს, ფაქტებით დადასტურებული და ავთენტური ინფორმაცია გარკვეული ჯგუფებისთვის გამაღიზიანებელია.

ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანამდე, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ – რამინ თარაშვილის შესახებ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები