ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში 2-ჯერ ნასამართლევია – ტრაგედიის ახალი დეტალები

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეში, ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულში 2-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, ძალადობაზე. მას ცოტა ხნის წინ გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა. ამ დროისთვის, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

თბილისში მეუღლის მიერ მოკლული ქალი სოფელ ოფშკვითში, საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. ახლობლებისთვის გაუგებარია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცმა 5 თვის ორსულ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ერთი წლის შვილის თვალწინ გუშინ მიაყენა, შემდეგ “112”-ში დარეკა და პოლიციას ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები