თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. ადვოკატები სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის – ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის – ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.