თამარ გაბუნია: „ომიკრონის” 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის „ომიკრონის” 15 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საყურადღებოა.

“ეპიდემიოლოგიური სურათი, ბუნებრივია, უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია  კლების ის ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ “დელტა” შტამთან მიმართებით. ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც “ომიკრონზეა” საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება”, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები