ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
არსებული ინფორმაციითვე, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
ინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო , რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.