თბილისის აეროპორტში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინის“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ იქნა აღმოჩენილი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები