ომბუდსმენი რამაზ გერლიანის საქმეს შეისწავლის
სახალხო დამცველი ეკონომისტ რამაზ გერლიანის საქმეს შეისწავლის.
როგორც ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ განუცხადა, გერლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
”თავდაპირველად, ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შსს-სთან, საწყის ეტაპზევე. ამ ეტაპზე, დამდგარი მოცემულობა უკვე განსხვავებულია. შესაბამისად, დავინტერესდებით, ცხადია და მოვითხოვთ ინფორმაციას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.