საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს ჩაინიშნა

საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13 იანვარს ჩაინიშნა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სასამართლოზე მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილისთვის ზარების აღდგენის უფლება მიეცათ, თუმცა, ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

“ჩვენ მოვითხოვეთ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი დასკვნის და ცენტრ “ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნის დართვა, რაც დაკმაყოფილდა და საქმის მასალებს დაერთო. ასევე, მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილისთვის უკანონოდ შეზღუდული სატელეფონო ზარების აღდგენის უფლება, თუმცა, ეს შუამდგომლობა სასამართლომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ დააკმაყოფილა”, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები