როგორია აცრილთა სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 878-მა ადამიანმა გაიკეთა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 2 414 722 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 916 477 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 869 411, გარდაიცვალა 13 221 პაციენტი.