მსოფლიოში 13-19 დეკემბერს კორონავირუსით 4 177 622 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 6-12 დეკემბრის კვირასთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
ამავე პერიოდში მსოფლიოში ვირუსს 44 616 პაციენტი შეეწირა, რაც 6-12 დეკემბერთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.
შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
აღინიშნება, რომ ინფიცირების 63% და გარდაცვალების 60% ევროპის რეგიონზე მოდის. ამასთანავე, ამ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო გარდაცვალების 7%-ით არის შემცირებული.
ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში – 53%, ასევე, გარდაცვალება 15%-ით.
გაზრდილია ვირუსის გავრცელება დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 12%-ით, მაშინ როდესაც ამავე რეგიონში ლეტალობის მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული.
ამერიკაში ინფიცირების სტატისტიკა 10%-იან კლებაზე მიუთითებს, ასევე, 15%-იან ლეტალობის კლებაზე. ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელშთაშუა ზღვაში 12%-ით.