ევროპაში გაზის ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა და ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2100 დოლარს გადააჭარბა.
აღნიშნული ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემიდან ირკვევა. სავაჭრო სესიის გახსნისას TTF ინდექსზე იანვრის ფიუჩერსების ღირებულება დაახლოებით $1800 იყო. დღის განმავლობაში დაფიქსირდა რყევები და მოსკოვის დროით 17:30 საათისთვის ფასი 2120 დოლარი იყო, რაც 23,5 პროცენტით მეტია წინა დღის გაანგარიშებაზე (1716,7 დოლარი). ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, მისი ფასი დაახლოებით 515 დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე, ხოლო სექტემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ამავდროულად, 6 ოქტომბრიდან, როდესაც ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – 1937 დოლარს, გაზის ფასებმა კლება დაიწყო.