ვლადიმერ ბოჟაძე – ნიკა გვარამიაზე: მხოლოდ ფინანსებია თქვენი „ბრძოლის“ რეალური მიზეზი, 6 წელი სააკაშვილის ფინანსების გარეშე გაძლებთ, არადა, 9 წელი ამის გამო გაფინანსებდათ?
“დიდი ბელადის, უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის და აქცია/სანახაობის გასაშუქებლად საკუთარი არხის, ,,თავისუფალი და კრიტიკული” მედიის ,,თავისუფალ და პროფესიონალ” ჟურნალისტებთან ხვეწნა-მუდარა რომ გჭირდება, ამაზეც გეტყობათ ვაჟკაცობაც, პატრიოტიზმიც და პროფესიონალიზმიც”, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მოწოდებას, რომელსაც თანამშრომლებს უზიარებს.
,,დიდი ბელადის, უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის და აქცია/სანახაობის გასაშუქებლად საკუთარი არხის, ,,თავისუფალი და კრიტიკული” მედიის ,,თავისუფალ და პროფესიონალ” ჟურნალისტებთან ხვეწნა-მუდარა რომ გჭირდება, ამაზეც გეტყობათ ვაჟკაცობაც, პატრიოტიზმიც და პროფესიონალიზმიც. ფინანსები, ფინანსები და მხოლოდ ფინანსებია თქვენი ,,ბრძოლის” რეალური მიზეზი, 6 წელი სააკაშვილის ფინანსების გარეშე გაძლებთ თქვენ, არადა, 9 წელი ამის გამო გაფინანსებდათ? თქვენი მხარდაჭერის და ბრძოლის იმედი აქვს იუბილარს? ის ძლევამოსილი ამერიკის მოქალაქე ,,კაგებეშნიკიც” რა ლამაზად გაიპარა“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook – ზე.