ევროკომისიამ კორონავირუსისგან ვაქცინაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შემცირების რეკომენდაცია გასცა.
ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვადა უნდა განისაზღვროს 9 თვით, რის შემდეგაც საჭირო იქნება ე.წ. ბუსტერ დოზის შეყვანა.
„ვაქცინაციის სერტიფიკატების მკაფიო და ერთიანი მოქმედების ვადა მოგზაურობის ღონისძიებების კოორდინაციის შენარჩუნების გარანტიას იძლევა – ევროკავშირის ფარგლებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ხელმისაწვდომი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და ობიექტური კრიტერიუმების“ საფუძველზე.
შევსამისი წინადადებით ევროკომისია ნოებრის ბოლოს გამოვიდა.