ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ამერიკული ვაქცინა დაამტკიცა – Novavax-ის Nuvaxovid-ი.
ამის შესახებ მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.
ახლა უკვე მარეგულირებლის გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს და ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში იქნება შესაძლებელი.
ამ დრომდე, ევროპის მარეგულირებელს 4 ვაქცინა ჰქონდა ავტორიზებული: Pfizer/BioNtech, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson.
ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას კიდევ ოთხი ვაქცინა გადის: რუსული Sputnik V, ჩინური Sinovac, ფრანგული Sanofi Pasteur და ფრანგული Valneva.