აქცია ქობულეთში – საკრებულოს ენმ-ის წევრებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბანერები მიიტანეს
ქობულეთის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საკრებულოს “ნაცმოძრაობის” წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასა და მათი გარდაცვლილი თანაგუნდელის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებას ითხოვენ.