“უგაზოდ და უშუქოდ ვართ” – რა ვითარებაა ვაზისუბანში აფეთქების ადგილზე

მერიიდან და გამგეობიდან მალევე მოვიდნენ, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაზისუბანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მე-15 კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

ლეილა ტეფნაძის განმარტებით, ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მისივე თქმით, კორპუსს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

“მეპატრონე რომ შესულა, შუქი აუნთია. იყო აფეთქება, ეტყობა – გაზის გაჟონვა იყო. მთელი ოთახნახევრიანი სულ დანგრეულია. მიწისძვრა გვეგონა, თუმცა, ბოლი იყო. ქვევით ჩამოვედით და დაგვხვდა ეს.
დაშავებული, ვინც შევიდა, შიშისგან გამოვარდნილა უკან, დამწვრობები მიუღია. რამდენიმემ ბოლის ჩასუნთქვით მიიღო რაღაც დაზიანება სასუნთქ ორგანოებზე და წაიყვანეს ისინიც საავადმყოფოში.

მერიიდან და გამგეობიდან მალევე მოვიდნენ, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს. სასტუმროც კი შემოგვთავაზეს უსაფრთხოების მიზნით. ზოგი დათანხმდა, ზოგი – არა. ლაბორატორიიდან იყვნენ, ნაწილი შეისწავლეს, ნაწილს ალბათ დღეს შეისწავლიან. ახლა უშუქოდ და უგაზოდ ვართ. ალბათ, დიდი ხანი არ გვექნება, სანამ ეს ყველაფერი არ აღდგება,” – განაცხადა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავდა 4 ადამიანი, მათგან ერთ-ერთს 60%-იანი დამწვრობა აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები