“ამ ცენტრს „ემპათია“ კი არა, „ევგენიკა“ უნდა ერქვას”  – რატი იონათამიშვილი

„ამ ცენტრს „ემპათია“ კი არა, ცენტრი „ევგენიკა“ უნდა ერქვას აშკარად. რამდენი წელია, ვებრძვი, ამ მანკიერ ტერმინ „ინვალიდს“ და ეს „ინვალიდიზაცია„ რაღაა საერთოდ? თქვენ, მართლა, ხომ არ გცხელათ მაგ ცენტრში! ჯერ, შშმ პირი „ჯანსაღი ადამიანის“ ოპოზიტად გამოაცხადეს; ახლა, საერთოდ, ახალ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი; ხვალ, სტერილიზაციას მოგვთხოვენ!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება დეპუტატი რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელშიც მოხსენიებულია სიტყვები „ინვალიდი“ და „ინვალიდიზაცია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები