უნდა დაველოდოთ თუ არა “ომიკრონისთვის” შექმნილ “ბუსტერებს” – ენტონი ფაუჩის პასუხია „არა“

უნდა დაველოდოთ თუ არა ბუსტერებს, რომლებსაც კომპანიები უშუალოდ ომიკრონის წინაამდეგ ქმნიან – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ “პასუხი არის “არა”. მისი განმარტებით, უნდა გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა ბუსტერ დოზად, რომელიც ამ დროს არის შესაძლებელი.

“გაიკეთეთ ბუსტერი, ამ შემთხვევაში თქვენი ანტისხეულების დონე გაიზრდება და იქნება იმაზე მაღალი, როდესაც მეორე დოზის შემდეგ პიკურ პერიოდში დაფიქსირდა,” – განაცხადა ფაუჩიმ.

​მისივე თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვარიანტებთან – მათ შორის დელტასთან ბუსტერმა ძალიან ეფექტიანად იმუშავა, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინები სპეციფიკურად დელტასთვის არ იყო შექმნილი. ფაუჩი განმარტავს, რომ დიდი რაოდენობით ანტისხეულები ნებისმიერი შტამისგან გამოწვეული მძიმე გართულებისაგან დაგვიცავს.

ვიდრე ვაქცინის მწარმოებლები სწავლობენ, რამდენად კარგად მუშაობს მათი ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ, “ფაიზერმა” და “მოდერნამ” სპეციალურად ახალი შტამის წინააღმდეგ მიმართული პრეპარატების დამზადებაც დაიწყეს, იმ შემთხვევაში, თუ ბუსტერ დოზებისთვის მათი გამოყენება გახდება შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები