სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს იხსნება

   ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები დღეს, საღამოს 20 საათსა 14 წუთზე, გაიხსნება. ოლიმპიურ მოედანზე დღეს 40 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს. საქართველოდან სოჭის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ასევე მოციგურავე – ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭს 14 თებერვალს ესტუმრება. ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ნინო წიკლაური 18 და 21 თებერვალს იასპარეზებს. ამავე დისციპლინაში 19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები: იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე. ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში 19-20 თებერვალს იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ოლიმპიადაზე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები