“მობილური იუსტიციის სახლის” პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება
“ჩვენ ვგეგმავთ „მობილური იუსტიციის სახლის” პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამინებმა ადგილზე მიიღონ მომსახურება, არამედ იმისთვისაც, რომ დაიზოგოს ჩვენი თანამშრომლების ადამიანური რესურსიც”- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლები 27, ხოლო საზოგადოებრივი ცენტრები 88 ლოკაციაზე უკვე ფუნქციონირებს.
„საქართველოში მხოლოდ 9 მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჯერ კიდევ ძველი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი. ესენია: ხელვაჩაური, წალენჯიხა, ხაშური, თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, მცხეთა, ახმეტა და საგარეჯო. უმეტეს მათგანში უკვე დაწყებულია იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები, რომლებიც 2022 წლის მეორე და 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ ცენტრებში იუსტიციის სახლები ჯერ არ ფუნქციონირებს, მოსახლეობას სერვისის მიღება ამავე მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტებში ან „მობილური იუსტიციის სახლის” საშუალებით შეუძლია.
„მობილური იუსტიციის სახლის” პროექტს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აქტიური, წარმატებული თანამშრომლობით ვახორციელებთ და მის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. საპილოტე რეჟიმში 5 მიკროავტობუსი გვყავდა, ახლა დაემატება მეექვსე, ხოლო შემდეგ წელს კიდევ ხუთი. შემდეგი მიკროავტობუსი მიემაგრება გორს, მათ შორის წეროვანის დასახლებასაც დაფარავს”- განაცხადა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად.
წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.